ექიმები მთავარი უზნეო არხის წინააღმდეგ

სხვა რამ არც იყო მოსალოდნელი, გვარამია-გაბუნიას და მათი ყეფიების უზნეობა ყველა ზღვარს გადასცდა. ამიტომაც გამოუცხადა მათ ბოიკოტი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ქალბატონმა მარინა ეზუგბაიამ. ოდნავ მოგვიანებით კი ინფექციურის დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე აკეთებს მკვეთრ პასუხს არხის მხრიდან წამოსულ ცილისწამებაზე:

„ცილისმწამებლური დეზინფორმაცია, რომელიც შეიცავდა ერთი – ფაქტობრივ ტყუილს, მეორე – დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის კოლექტივის მიმართ, რომელიც ყველამ იცის რომ მთელი თვეა საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში.

ეს კოლექტივი გამოირჩევა განსაკუთრებული გულისხმიერებით და პაციენტების მოვლის განსაკუთრებული თვისებებით და თვითშეგნებით, მაღალი პროფესიონალიზმით. ამ კოლექტივზე თქმა რომ უყურადღებოდ მიატოვეს პაციენტები, რომ 10 საათიდან არავინ შესულა პაციენტებთან, რაც არის აბსოლუტური სიცრუე, სულ იქ ტრიალებენ ექიმები.

რაც შეეხება თერმომეტრებს – მათი საჭიროზე მეტი რაოდენობაა და თითოეული მათგანი დევს სადეზინფექციო სითხეში. ან როგორ შეიძლება პაციენტმა,რომელიც ბოქსში წევს და არ აქვს ბოქსის დატოვების უფლება, სცოდნოდა სხვა სითხებში ჩდებული ვისი თერმომეტრებით უზომავენ პაციენტებს სიცხეს. ყველაფერი ამით „მთავარმა არხმა“ არამარტო შეურაცხყოფა მიაყენა ცენტრის კოლექტივს, არამედ – საფრთხე შეუქმნა საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც დღეს აღენიშნება ან შეიძლება აღენიშნებოდეს რესპირაციული ვირუსის სიმპტომები და არ მოვიდნენ გამოსაკვლევად ცენტრში. „მთავარი არხი“ თუ გააკეთებს ამის დეზავუირებას, გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.