ისტორიის სხვადასხვა პერიოდში დიდ, მძლავრ იმპერიებს _ ესპანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს _ შორის, როგორც დაპყრობილი ტერიტორიების სიდიდით, ასევე კოლონიალური მმართველობის სისასტიკით ბრიტანეთის იმპერია გამოირჩეოდა.
აშშ მსოფლიო გეოპოლიტიკაში ინგლისის იმპერიის დაისის, _ პირველი მსოფლიო ომის, _ შემდეგ შემოვიდა. მისი მთავარი მოკავშირე დიდი ბრიტანეთია, რომელსაც არც სისასტიკით ჩამოუვარდება აშშ-ის “დემოკრატიული რეჟიმი” და არც ტერიტორიების სიდიდით _ თუ გავითვალისწინებთ ე.წ. ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც “ნებაყოფლობით” ათქმევინეს უარი საგარეო თუ საშინაო სუვერენეტზე აშშ-ის “დემოკრატიული” იმპერიის სასარგებლოდ, რომელსაც ანგლოსაქსურ იმპერიასაც უწოდებენ. აქედან გამომდინარე იშვა ტერმინი “ანგლოსაქსური ცივილიზაცია”, რომელიც საერთო ანგლოსაქსურ ღირებულება-ფასეულობებსა და იდეოლოგიასაც გულისხმობს, რომელზეც საუბარს ქვემოთ ვაპირებ…
დიდი სქიზმა _ ეს არის საეკლესიო განხეთქილება (1054 წ.), რომელმაც ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად გაყო _ მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებად. სწორედ აქედან დაიწყო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის იდეოლოგიური უთანხმოება, რომელიც დღესაც გრძელდება. თეოლოგი არ ვარ და ამიტომ მოლაპარაკებების წარუმატებლობის ყველა მიზეზ-საბაბი არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოა, რომ ერთ–ერთი საკითხი უთანხმოებისა კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების განსხვავებული თვალსაზრისი შეიძლება ყოფილიყო ქორწინებაზე _ კათოლიკეთა მოძღვრების მიხედვით, ქორწინება სისხლისმიერ ნათესავებს (ბიძაშვილ–მამიდაშვილ–დეიდაშვილებს) შორის დაშვებული იყო, რაც მართლმადიდებლებისთვის მიუღებელი გახლდათ, რადგან სისხლის აღრევად მიიჩნეოდა. დღევანდელ მსოფლიოს, სამწუხაროდ, პოლიტიკურ–ეკონომიკურად სწორედ ე.წ. სისხლაღრეულები მართავენ და იქნებ ამანაც მიიყვანა კაცობრიობა ლგბტ–გარყვნილებამდე. არაფერს ვიტყვი ე.წ. ინცესტზე _ და-ძმებს, მშობელებსა და შვილებს შორის სექსუალურ ურთიერთობებზე, რომელიც “განათლებულ” დასავლეთში აღარავის უკვირს, ხოლო ზოგიერთ “სუპერდემოკრატიულ” ქვეყანაში კანონმდებლობითაც დაშვებულია. დღევანდელი სამყარო ზნეობრივი გადაგვარებისკენ მიმავალ გზას ადგას. საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ერთ-ერთი ქადაგებისას ბრძანა, რომ მეორედ მოსვლა მოახლოებულია და მის დადგომამდე შეიძლება დღეებიღა დარჩა. ახლა კი “მეორედ მოსვლის”, თანამედროვე ენით, აპოკალიფსის წინა “ბოლო ჟამია”, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაზე სატანა მეფობს. სატანის მეფობის ხილული დადასტურება, მაშ, რა ჯანდაბაა, თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლგბტ-თა “გაჯეჯილება”, ინცესტი, ე.წ. იუვენალური იუსტიცია _ ოჯახის ნგრევა და სხვა ჯერ კიდევ გუშინ წარმოუდგენელი გარყვნილებები. ეს იმის საილუსტრაციოდ, რა ჯოჯოხეთამდეც მივიდა დიდი სქიზმის შემდეგ იდეოლოგიურად დაპირისპირებული, ორად გაყოფილი, მაგრამ რაღაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ღირებულება-ფასეულობათა გარშემო გაერთიანებული საზოგადოებრიობა. რადგან წინამდებარე წერილის მიზანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს, დასავლეთსა (კათოლიციზმსა) და რუსეთს (მართლმადიდებლობას) შორის მრავალსაუკუნობრივი დაპირისპირების გარკვეული ანალიზია, ისევ შორეული წარსული გავიხსენოთ. იდეოლოგიურად ორად გაყოფილ მსოფლიოში ერთ მხარეს არის კათოლიკური სამყარო, ხოლო მეორე მხარეს _ რუსეთი, რომელმაც მართლმადიდებელი ქრისტიანობის დამცველის როლი იკისრა.
1240 წელს ნოვგოროდის მთავარმა ალექსანდრემ მცირერიცხოვანი რაზმით მდინარე ნევის ნაპირებზე სასტიკად დაამარცხა შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს დაპყრობას და იქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ცდილობდნენ. ამ ბრძოლაში გამარჯვების გამო ხალხმა მას ალექსანდრე ნეველი უწოდა. 1242 წელს მართლმადიდებელმა მთავარმა გერმანელი ჯვაროსნები დაამარცხა.
როგორ ჰგავს ერთმანეთს იმჟამინდელი და დღევანდელი პოლიტიკური ვითარება _ თუ იმხანად კათოლიკეებსა და მართლმადიდებელთა შორის ომში რუსეთი მარტოდმარტო იცავდა მართლმადიდებლობას მისთვის მიუღებელი, მაგრამ, ასე თუ ისე, ზნეობა-მორალთან ახლოს მყოფი კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებისგან, ახლაც მარტო ებრძვის ყოველგვარი ზნეობა-მორალის უარმყოფელ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის (წაიკითხე აშშ) სატანისტური იდეოლოგიის გავრცელებას პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რაც გაცილებით რთული ამოცანაა, რადგან, მართალია, სამხედრო თვალსაზრისით პუტინის რუსეთს ნატო (წაიკითხე აშშ) ვერაფერს დააკლებს, მაგრამ კოლექტიურმა დასავლეთმა უზარმაზარი ფინანსების მეშვეობით რუსეთის აფეთქება შიგნიდან დაისახა მიზნად. ამასთანავე, აშშ–ის სადაზვერვო სამსახურები ვლადიმერ პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციის ვარიანტზეც ფიქრობენ. თუმცა, ესეც, ღია სამხედრო დაპირისპირების მსგავსად, უტოპიაა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აშშ-მა ფსონი რუსეთის შიგნიდან აფეთქებაზე დადო, რაც ფერად “დემოკრატიულ” რევოლუციას ნიშნავს. მათ ამის გამოცდილება აქვთ _ ჯერ საქართველოში მოაწყვეს ე.წ. ვარდების რევოლუცია, შემდეგ უკრაინაში ორჯერ შეძლეს ხელისუფლების დამხობა _ ნარინჯისფერი რევოლუციითა და ე.წ. მაიდნით. “ფერადმა რევოლუციებმა” (სახელმწიფო გადატრიალებებმა), პრაქტიკულად, ერთნაირი, ლამის ტყუპის ცალივით იდენტური შედეგები მოუტანა “მოძმე” ქვეყნებს _ საქართველოსა და უკრაინას: ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ არაპროფესიონალი ახალგაზრდა რეფორმატორები; ორივე ქვეყანაში გამეფდა აღვირახსნილი რუსოფობია, რომლის შედეგად ორივემ დაკარგა ტერიტორიები: უკრაინამ _ ყირიმი, დონბას-ლუგანსკი, ხოლო საქართველომ _ სოხუმ-ცხინვალი.
რუსეთის ცენტრალურ ტელეარხზე ამას წინათ გამართულ პოლიტიკურ დებატებში ერთ-ერთმა მონაწილემ პუტინზე თქვა, რომ იგი საჯარო გამოსვლების წინ იმაზე კი არ ფიქრობს, რა თქვას, არამედ იმაზე, რა არ უნდა თქვასო. ამ სიბრძნის წყალობით მიაღწია პუტინის რუსეთმა ისეთ სამხედრო ძლიერებას, რომლის წინაშე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შიშით ძრწის და არა მხოლოდ რუსეთის ბირთვული ტრიადის გამო, რომელსაც 40 წუთში შეუძლია აშშ-ის აღგვა პირისაგან მიწისა. ამ შემთხვვაში დედამიწაზე სიცოცხლე გაქრება და ამიტომ არაბირთვული სამხედრო დაპირისპირების ალბათობაზე ვმსჯელობთ, რომელშიც ახალი ჰიპერბგერითი “ჭკვიანი” რაკეტების წყალობით ისევ რუსეთი გაიმარჯვებს. ისე, არ მგონია, რუსები რაკეტების გარეშეც ხელჩართულ ომში იმ არმიასთან დამარცხდნენ, რომელშიც 15 ათასი რიგითი ტრანსგენდერი ჰყავთ და მამათმავლები კიდევ დაუთვლელი.
და მესამე და გადამწყვეტი _ პენტაგონის ჯარების საბრძოლო მოტივაცია ყოველთვის მწვანე დოლარები იყო, მით უმეტეს დღეს, როდესაც ჯარში მხოლოდ იმიტომ მიდიან, რომ პენტაგონის ბიუჯეტის ხარჯზე ასიათასობით დოლარის ღირებულების ტრანსგენდერული ოპერაციები გაიკეთონ, ხოლო უბრალო რუსი ჯარისკაცის საბრძოლო მოტივაცია ყოველთვის იყო და არის პატრიოტიზმი; სიტყვა, რომელსაც ვეღარ იპოვით ლიბერალების ლექსიკონში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აშშ-ის ამოცანა რუსეთის შიგნიდან აფეთქებაა, რისთვისაც აშშ ყოველწლიურად 900 მილიონ დოლარს ხარჯავს, რომ არაფერი ვთქვათ სოროსის მილიონებზე გაურჩებულ ქვეყნებში “ამერიკული დემოკრატიის” ძალისმიერი მეთოდებით დასამყარებლად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წელს უკრაინაში დააარსა ამერიკის დემოკრატიული ფონდი, რომელიც ვითომ კონსერვებს აწარმოებს, სინამდვილეში კი მსოფლიო მასშტაბით 60-ათასიან არმიას ინახავს, რომლის მებრძოლებსაც სპეციალური მომზადებისა და ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ ე.წ. გავლენის აგენტებად გზავნიან და ნერგავენ სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლო სტრუქტურებში, აარსებენ ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ა.შ. ეს გავლენის აგენტები საჭირო მომენტში ქუჩის აქციების ორგანიზატორებად, “ეროვნულ ლიდერებად” გვევლინებიან ხოლმე.
აშშ–ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა რამდენიმე წლის წინათ სენსაციური განცხადება გააკეთა, რომელსაც ჩემი ყურით ვუსმინე, და რომელიც შინაარსობრივად ასეთი იყო: უსამართლობაა, რომ ამხელა ტერიტორია, რომელსაც 10 საათობრივი ზოლი აქვს და, აგრეთვე, ციმბირის წიაღისეული სიმდიდრეები, მხოლოდ ერთი სახელმწიფოს, რუსეთის, საკუთრებაა.
ამ ქალბატონის თავხედობას თავის დროზე პუტინმა რბილად უპასუხა, რუსეთის მიერ თუნდაც უმცირესი საკუთარი ტერიტორიის დათმობაზე არათუ ოცნება, ფიქრიც არავინ გაბედოსო. რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინათაც გაიხსენა ქალბატონ მადლენის თავხედობა, თუმცა განცხადების ავტორი არ დაუსახელებია. სამაგიეროდ თქვა, რომ ყოველთვის ეშინოდათ რუსეთის ტერიტორიის სიდიდის და, როგორც კი რუსეთი ეკონომიკურ-პოლიტიკური ძლიერებისკენ წავიდოდა, მის წინააღმდეგ მთელი დასავლეთი ერთიანდებოდა: ასე იყო ნაპოლეონისა და პირველი მსოფლიო ომის პერიოდებში, როდესაც მოკავშირეებმა რუსეთს რევოლუცია მოუწყვეს; ასე იყო სსრკ-ის, სახელცვლილი რუსეთის იმპერიის, სტალინის პერიოდშიც. პუტინმა სწორედ ამ შეთქმულებების შედეგები შეახსენა კოლექტიურ დასავლეთს, რომ რუსებმა ნაპოლეონს პარიზში “დაუმთავრეს”, ხოლო ჰიტლერს _ ბერლინში და ამ შედეგებზე დაფიქრებისკენ მოუწოდა, ხოლო, თუ მაინც თავისას “შეუბერავს” კოლექტიური დასავლეთი, კბილების ჩამტვრევით დაემუქრა მათ, ვინც რუსეთის იმპერიის უზარმაზარი ტერიტორიის ერთი გოჯი მიწის ხელყოფას გაბედავს.
მსოფლიო ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის მოლოდინშია. აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ჯერ მკვლელი უწოდა, შემდეგ კი მასთან შეხვედრა ისურვა.
აი, ამას ჰქვია გადაფურთხებულის ალოკვა!
ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში აშშ-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრიდან გამომდინარე, სადაც ორი ზესახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს რანდევუ არ გაიმართება… რაზე უნდა ილაპარაკონ პრეზიდენტებმა _ ყირიმისა და დონბას-ლუგანსკის კიევისთვის დაბრუნებაზე? ეს ხომ აბსურდია!
პუტინის ამასწინანდელი განცხადების გათვალიწინებით, ამიერიდან რუსეთი თვითონ განსაზღვრავს, სად გადის მისთვის წითელი ხაზები, ანუ საერთაშორისო ლიბერასტული კანონები ფეხებზე ჰკიდია, რადგანაც მათზე უპირატესი რუსეთის ახალი კონსტიტუციაა, მხარეები სერიოზულ საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან. შეხვედრა შეხვედრისთვის კი რუსეთის პრეზიდენტს არაფერში სჭირდება. მით უმეტეს აშშ-ის ამჟამინდელი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, პერმანენტული მუქარების ფონზე, რომ რუსეთი დაისჯება.
ნეტავი რით დაისჯება?
ეს გაუთავებელი სანქციები უკვე ანეკდოტების, თანაც უკბილო ანეკდოტების, სფეროა და ტელეეკრანზე ენტონი ბლინკენის დანახვისას, ალბათ, ამიტომ მახსენდება ხოლმე ფილმ “ხარება და გოგიადან” გოგიას ფრაზა: “ჯიბიდან არ გაგივარდეს, ვერან!”
დავით მხეიძე, პუბლიცისტი
P.S. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი და ბაიდენი შვეიცარიაში შეხვდებიან ერთმანეთს ამა წლის 16 ივნისს.