ცნობილია რა ერქმევა გიორგი გახარიას პარტიას

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხვალ 29 მაისს პარტიის პირველ ყრილობას გამართავს.

დღევანდლამდე უცნობი იყო, რა ერქმეოდა ახლადდაფუძნებულ პარტიას.

სულ რამდენიმე წუთის წინ, გიორგი გახარიამ, „ფეისბუქ“ სთორიში დადო ფოტო, სადაც პარტიის ლოგო და სახელწოდება ჩანს.

„საქართველოსთვის“ – სწორედ ასე ერქმევა ექსპერმიერის ახლადდაფუძნებულ პარტიას.

გავრცელებული ინფორმაციით, ყრილობა „ექსპოჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართება.

„ტვ პირველის“ ცნობით, ღონისძიება 17 საათზე დაიწყება და მას დაახლოებით 400 კაცი დაესწრება

წყარო: ptn.ge