კახა ბენდუქიძე გარდაცვლილია და პირადად არავინ ერჩის მას, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის მთავარი იდეოლოგი ეკონომიკის დარგში სწორედ ის გახლდათ. სწორედ მან დანერგა პრინციპი – “ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, სინდისის გარდა”. სინდისი, როგორც ჩანს, ბონუსად ემატებოდა გაყიდულ ყველაფერს.
დღევანდელი ქოც-ხელისუფლება ბენდუქიძის ტრადიციების გამგრძელებელია. ნაცვლად სტრატეგიული ობიექტების შენარჩუნებისა და მეტიც, აუცილებელი ნაციონალიზაციისა, ისიც მიიჩნევს, როგორც ბენდუქიძე მიიჩნევდა, რომ “სტრატეგიული ობიექტი არ არსებობს”.
ახლა, როცა ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის წინაშე დადგა, გაირკვა, რომ ქვეყანას არ გააჩნია არც ერთი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება. ყოველ შემთხვევაში, ისეთი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო სფერო, როგორიც ინფექციებთან ბრძოლაა, პირდაპირი გაგებით, უპატრონოდ არის დარჩენილი. თბილისში ინფექციური საავადმყოფო ჩარჩის, წამლებით მოვაჭრე “ავერსის” მდგმურია. ადრე “ავერსის” ხელმძღვანელს “ქორვაჭარს” დაარქმევდნენ და ციხეში ჩასვამდნენ, წამლების რამდენიმეჯერ ძვირად გადაყიდვის გამო, მაგრამ დღეს იგი “სოლიდური ბიზნესმენია”. ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მკითხველმა თავად განსაზღვროს:
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“:
“ინფექციური საავადმყოფოს შენობა ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ იქ მდგმურები ვართ. ეს შენობა ეკუთვნის კერძო კომპანიას, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე, რაც ჩვენ არაერთგზის ვითხოვეთ.
შენობის მდგომარეობაზე პასუხს, სამწუხაროდ, ვერ ვაგებთ. არ გვაქვს ბერკეტები რომ ჩავერიოთ ამ პროცესში. რაც შეეხება მომსახურებას, კედლები და იატაკი არ მკურნალობს პაციენტს, პაცინეტს მკურნალობს ექიმები, სერვისები, გამოცდილება მოვლა და მეთოდები. ეს არის საავადმყოფოში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ამაზე არსებობს მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების და სხვადასხვა ინსტიტუციების ოფიციალური დასკვნები, რომ ჩვენს ცენტრში სამედიცინო მომსახურება არის უმაღლეს დონეზე. თანამშრომელბი არიან უმაღლესი კვალიფიკაციის, დიდი გამოცდილების… კომპანია არ გვაძლევს საშუალებას რემონტის ჩატარების. მე მოვუწოდებ ტელე-ეთერდიდან ხვალვე მოგვცეს რემონტის ჩატარების საშუალება. ეს კომპანია არის ავერსი-ფარმა. მოვუწოდებ ქვეყნის ხელმძღვანელობას, დააჩქარონ ასეთი მნიშვნელოვანი დაწასებულების შესაფერისი შენობის გადმოცემა”-განაცხადა პროფესორმა ცერცვაძემ.
ეს მომენტი გაითვალისწინონ ენაგატლეკილმა “ექპერტებმა”, რომლებსაც უყვართ “ჰიბრიდულ ომზე” და “რუსეთის საფრთხეებზე” ლაყაფი. ქვეყნის უსაფრთხოება სხვა რა არის, თუ არა მისი ხალხის ჯანმრთელობა და ეპიდემიებისგან დაცულობა? საკუთარ თავთან გვაქვს გამოცხადებული “ჰიბრიდული ომი”, ქვეყანა თავად მივიყვანეთ დაღუპვის პირს, სახელმწიფო შეკეტილია რამდენიმე შენობაში და მხოლოდ გადასახადების ამოღებით არის დაკავებული, რაიმე არსებითი რეფორმის გატარების თავი მას არ გააჩნია. ამაში რუსეთი არ არის დამნაშავე, არამედ ის მახინჯი ლიბერალური სისტემა, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე ჭამს და ხრავს საქართველოს.
“ნიუსფრონტი – საქართველო”