შეერთებული შტატები იძულებულია, მტერს დაუზავდეს. აშშ-ის წარმომადგენელმა, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თანდასწრებით, ხელი მოაწერა შეთანხმებას მტერთან, კერძოდ, მოძრაობა “ტალიბანის” რადიკალ ისლამისტებთან.
ხელმოწერის ცერემონია კატარის დედაქალაქ დოჰაში გუშინ შედგა. ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ის ჯარმა ავღანეთი მომდევნო 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს. გარიგება ითვალისწინებს ავღანეთში მიმდინარე ომის დასრულებას, ხელმოწერის შემდეგ კი უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
მოლაპარაკებები მხარეებს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, სწორედ დოჰაში მიმდინარეობდა. ჯარების გაყვანა ნატოს ეგიდით მყოფ ინტერნაციონალურ ჯარებსაც შეეხებათ.
ახლა ამერიკელებისთვის მთავარი მტერი ისევ “ალ ქაიდაა”, თუმცა “ალ ქაიდაც” ისევეა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი, თავის დროზე, როგორც “ტალიბანი”. ბოროტების შექმნა, მისი სხვების წინააღმდეგ გამოყენების მიზნით, თავად ამერიკას შემოუბრუნდა ცუდად და უამრავი მისი მოქალაქის სიცოცხლე მოითხოვა ხარკად.