აფხაზეთში რუსული ვაქცინით 1000-მდე ადამიანი აიცრა

აფხაზეთში 28 მაისის მონაცემებით, რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 976 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ე.წ. პრემიერ – მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ აცნობა.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვაქცინირებულთა რაოდენობა საშუალოდ, 30 %-ით გაიზარდა და მხოლოდ ბოლო 24 საათში 142 ადამიანი აიცრა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას შესაძლოა, რუსული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაავალდებულონ. ე.წ. პრემიერ – მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, არ არის გამორიცხული, ე.წ. რესპუბლიკაში სავალდებულო ვაქცინაციის ვარიანტი განიხილება. მიზეზად ანქვამბა ინფექციის გავრცელების კუთხით, შექმნილი რთული ვითარება დაასახელა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. ბრიტანული შტამით ოკუპირებულ აფხაზეთში ექვსი ადამიანია დაინფიცირებული.