პენსიონერებს და ორსულებს სამედიცინო ნიღბებს უფასოდ გადასცემენ

სააფთიაქო ქსელი “ფარმსახლი” პენსიონერებს და ორსულებს სამედიცინო ნიღბებს უფასოდ დაურიგებს.

სამედიცინო პირბადეების გაცემა დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

სამედიცინო პირბადის ასაღებად პენსიონრებმა სააფთიაქო ქსელში პენსიონერი დამადასტურებელი საბუთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინონ.

მოქალაქეზე სამი ერთეული პირბადე გაიცემა.

“დღის მეორე ნახევრიდან ველოდებით პირბადეებს. ბაზაში გვაქვს უბრალოდ, აფთიაქებში უნდა დაარიგონ. დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

პირბადეები უფასო იქნება პენსიონრებისთვის და ორსულებისთვის. თითო პერსონაზე 3 ერთეული გაიცემა.

იმისთვის რომ გადაეცეთ პირბადეები პენსიონრებმა უნდა წარადგინონ პენსიონერის დამადასტურებელი საბუთი და პირადობის მოწმობა”- განაცხადეს სააფთიაქო ქსელ “ფარმსახლში”

ეწვიეთ ფარმსახლის ფილიალებს შემდეგ მისამართებზე:

ქ.თბილისი:

ყაზბეგის 14; 2470110(274)

ვაჟა ფშაველას 48; 2470110(258)

ქ.რუსთავი:

შარტავას 10; 2470110(254)

თოდრიას მოედანი; 2470110(263)

კოსტავას 19 2470110(276)

მესხიშვილის 1 ა 2470110(277)

 

წყარო; “ალია”