ლარის ძალიან გამყარება სასურველი არცაა – ამის შესახებ „პაშა ბანკის“ დირექტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ „ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ლარის სტაბილიზაციაა მნიშვნელოვანი.
– „ვფიქრობ, ამ ეტაპზე სტაბილიზაცია მოვიდა, ლარმა გამყარება დაიწყო მცირედით და ვფიქრობ, ძალიან გამყარება არცაა სასურველი, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური საფუძვლები საკმაოდ მყიფეა, ქვეყანამ უცხოურ ვალუტაში ბევრი ვალი აიღო და ამ ვალებს გადახდა უნდა. ლარი რომ ახლა გამყარდეს, ეს ახლა მოგვცემს კარგ გრძნობას და ფულის ხარჯვას გავაძლიერებთ, მაგრამ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ საზეიმო განწყობილება გვქონდეს, ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ იქ დავბრუნდეთ, სადაც კრიზისამდე ვიყავით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჯანსაღი ნაბიჯებია გრძელვადიანი თვალსაზრისით“ – განაცხადა „პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.
წყარო: itv.ge