ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
ახლა ვნახე პროტასევიჩის ვიდეო-მიმართვა: იგი ამბობს, რომ კარგად არის, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება და მას კარგად ექცევიან და რომ იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან…
რამდენადაც გავიგე მისი მიმართვიდან და ბელარუსის საპარლამენტო მოსმენის შესახებ ინფორმაციიდან, პროტასევიჩი იძლევა აღიარებით ჩვენებებს დამკვეთებზე და მთელ იმ სქემაზე, რა სქემაშიც საქმიანობდა.
ქართველ კუდრაჭებს კიდევ “თავისუფლების” ხელყოფა და ”ჟურნალისტების უფლებების” შელახვა არ აძინებთ ღამ-ღამობით!
ასეა ჩვენნაირ ქვეყნებში – კუდრაჭობა სისულელეებით ნორმა ხდება!..
ეს არ არის გონიერების ნიშანი, რადგან გონიერი ადამიანი ან არის პრინციპული და არასდროს იღებს ორმაგ სტანდარტებს, ანდა იგი არ არის გონიერი და ”იცავს” იდეოლოგიურ შტამპებს!