გახარიას დასახელებული სამი ძირითადი პრობლემა – “დაავადების” სწორი დიაგნოზია –  გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

გახარიას მიერ დასახელებული სამი ძირითადი პრობლემა – “სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია, ნეპოტიზმი” დაავადების სწორი დიაგნოზია.
თუმცა, არ საუბრობს მის გამომწვევ მიზეზზე – არაინსტიტუციური პირის მმართველობაზე, რაც ხდება საფუძველი მასთან დაახლოებული ინტერეს-ჯგუფების მხრიდან ინსტიტუტებზე დომინირების, შედეგად მათი ნგრევის, კორუფციისა და ნეპოტიზმის….
თუ გინდა სისტემურად გამოჯანმრთელება, უნდა უმკურნალო მიზეზს და არა შედეგს.