ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიზე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
საქართველოსთვის ევროკავშირისა და ნატოს გზა დაიხურა 1991-1992 წლებში!
ქართველებმა ძირი გამოუთხარეს საკუთარ, ჯერ კიდევ ფეხგაუმაგრებელ სახელმწიფოს!
საქართველო, რომელიც 1989-90 წწ. დასავლელი ეკონომისტების შეფასებით, თავისი შესაძლებლობებითა და პერსპექტივით მოიაზრებოდა პოსტსოციალისტური სივრცის ქვეყნებიდან 4 ახალ ”ეკონომიკურ ვეფხვს” შორის, – საჭირო იყო მხოლოდ ტრანსფორმაცია, საღად გააზრებული რეფორმები და ეკონომიკისა და ინსტიტუტების გადაყვანა სხვა რელსებზე, – ვეფხვად ქცევის ნაცვლად დაეცა და ნადგურდება!
არა!
ქართველებს ამის ტრაკი არ აღმოაჩნდათ!
მათ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ძარცვა,
ერთმანეთის შეურაცხყოფა და
სეთურის მრევლად ყოფნა შეუძლია!
ცხადია, უმეტეს ნაწილს ვგულისხმობ,
რომელთა
უდიდესი მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოსული ძალები 30 წელია ანადგურებენ ამ ქვეყნის ყველა შესაძლებლობასა და რესუსრსს,
ერეკებიან საკუთარ თანამოქალაქეებს ქვეყნიდან
და ამას უსაზიზღრესი პროპაგანდის დაფხრეწილ ზეწარში ახვევენ, – დასავლეთს შეურაცხყოფენ,
რადგან დასავლეთი ფულის კეთების საშუალებად აქციეს მხოლოდ და არაფერი სურთ წამოიღონ დასავლეთიდან, რამაც გააძლიერა დასავლური სამყარო!!
ყოველდღიური ნეო-კომკავშირული პროპაგანდა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ამ მყრალი პროპაგანდის გამოვლინებაა მხოლოდ! თავადაც კარგად იციან, რომ ბლეფია!
ასეთი მასშტაბის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებას უდიდესი კატაკლიზმები სჭირდება, თანაც გარკვეული შედეგით, მაგრამ დღეს ეს არ არის რეალური!
ევროპაში ღიად საუბრობენ რომ ისეთი ფსევდო-სახელმწიფოები, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, – მით უფრო, ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ხელისუფლებების პირობებში, –
ვერასდროს გახდებიან ევროკავშირის წევრი.
პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს, –
მასშტაბური ამოცანების გადაწყვეტას პოლიტიკური მასშტაბი და პოლიტიკური ავტორიტეტი სჭირდება და
არა პრიმიტიული მარიონეტები, რომლებიც გრანტებსა და მუქთ დაფინანსებებზე არიან დახარბებული!