“აიდოსტ!” – გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შს მინისტრმა ხელი არ ჩამოართვა

დამნაშავე ამ ვითარებაში თავად ანგელა მერკელია: მან მთავრობის წევრებს შესთავაზა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ადამიანებს ერთმანეთთან ნაკლები ფიზიკური სიახლოვე უნდა ჰქონდეთ.

ფოტო: dpa

ამ სიახლოვეში ხელის ჩამორთმევაც იგულისხმება. “ამ საღამოს ხელს არავის ჩამოვართმევ” – განაცხადა მერკელმა შტრალზუნდში შაბათს საღამოს.

თუმცა ორშაბათისთვის ბუნდესკანცლერს ეს წესი დაავიწყდა და მიგრანტების საქმეებზე მომუშავე ორგანიზაციების სხდომაზე თავისი კაბინეტის წევრს, შინაგან საქმეთა მინისტრ ჰორსტ ზეეჰოფერს ხელი გაუწოდა. ზეეჰოფერმა პასუხად ხელი გაწია. ამ ვითარებამ კანცლერის და მინისტრის, ასევე გარშემო მყოფთა გამხიარულება გამოიწვია. მერკელმა და ზეეჰოფერმა ძველი თბილისური თამაში “აიდოსტ!” არ იციან, თორემ კიდევ უფრო გამხიარულდებოდნენ.