დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ მოგზაურობაში არ დაუშვან სამსახურებში, თუმცა მისი თქმით ამ ადამიანებს ეს დღეები განაცდენში არ უნდა ჩაეთვალოთ და ანაზღაურებაც უნდა შეუნარჩუნდეთ.
ამას გარდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თუ შესაძლებელია, თავშეყრის ადგილებს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ.
“ჩვენც გადავდეთ C ჰეპატიტის გაზაფხულის ღონისძიება და გვექნება ონლაინკონფერენცია. მინდა ავღნიშნო, რომ განათლება ფუნდამეტურია ჩვენთვის, მაგრამ იმ უნივერსიტეტებს ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს ონლაინსწავლებაზე უნდა გადავიდნენ.
გუშინ ერთ-ერთ გავრცელების წყაროდ ბანკნოტები დავასახელე და გუშინვე დამიკაშირდა რამდენიმე დიდი ბანკი, მათ შორის “ლიბერთი ბანკი”, რომელიც პენსიებს არიგებს. მათ გამომიგზავნეს ის ჩამოყალიბებული რეკომენდაციები, რომლებსაც უკვე ანხორციელებენ, რომ ინფექციის გავრცელების რისკები მინიმუმამდე დაიყვანონ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ დიდ ორგანიზაციას, რომელიც სათანადოდ ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს.