იტალიაში კორონავირუს COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი ერთ დღეში 79-დან 107-მდე გაიზარდა!ინფიცირებულია 3 ათას ადამიანზე მეტი. ამის შესახებ ბრიფინგზე ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.
“დავიწყოთ გამოჯანმრთელებულებით, დღეს ამ რიცხვმა 116 შეადგინა, ჯამში კი 276 ადამიანი განიკურნა. გარდაცვლილთა რაოდენობა 28-ით გაიზარდა და 107 შეადგინა”, – განაცხადა ბორელიმ.
მისი თქმით, ჯამში ინფიცირების შემთხვევებმა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით 3089 შეადგინა.
ეს არის საგანგაშოზე მეტად საგანგაშო ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება წაყრუების მეთოდით “ებრძვის”. იტალია მაღალგანვითარებული ქვეყანაა, მაგრამ სანამ თავის თავისთვის ვერ მოუვლია, მანამდე იტალიასთან ყოველგვარი პირდაპირი კავშირი, მათ შორის, ავიარეისები, უნდა შეწყდეს!