კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ევროვნული ცენტრის ხელმძანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა.

გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული კვირას ჩამოვიდა იტალიიდან, მან თავად მიმართა კლინიკას, აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და ჩატარებული კვლევების მიხედვით კორონავიერუსი დაუდგინდა.

გამყრელიძის შეფასებით, ეს შემთხვევა მეტად საყურადღებოა.