“გახარიას პრეზენტაციას შევაფასებ, როგორც ყველაზე უინტერესო პარტიის დაფუძნებას. 18 თებერვალს, როდესაც გიორგი გახარია გადადგა, პირადად ჩემთვის ეს იყო განხიბვლა, ხოლო დღეს იყო უბრალოდ იმედგაცრუება, ვინაიდან ვნახეთ აბსოლუტურად უშინაარსო, ცარიელი სიტყვები. იყო ისეთი შეფასებები „ქართული ოცნების“ მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო მოსასმენია ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ეგიდით იყო სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
– “როდესაც საუბრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული ინტერესები დააყენა საქართველოს ინტერესებზე მაღლა და ის სავარაუდოდ, ნიკა მელიას დაკავების საკითხს გულისხმობდა, ასეთი შეფასება განსაკუთრებულად არის იმედგაცრუების მიზეზი.
საპარლამენტო უმრავლესობიდან 90 ადამიანია იმის მოწმე, რომ სწორედ გახარია პირადად არწმუნებდა უმრავლესობას იმაში, რომ იმუნიტეტი უნდა მოგვეხსნა ნიკა მელიასთვის და ახლა იმაზე საუბარი, რომ თითქოს, ნიკა მელიას დაპატიმრება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა იყო, უბრალოდ ცინიზმია. ვფიქრობ, ყოველივე აქედან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ ის კრიტიკულ მომენტში გავიდა გუნდიდან, ვფიქრობ, რომ მას მინიმალური მხარდაჭერა ექნება მოსახლეობისგან – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
წყარო: bm.ge