ბებრების მომვლელებად აქციეთ დედები, ბებიები და ეს წარმატებად და ევროინტეგრაციად მონათლეთ?! – ნანა რეხვიაშვილი

პუბლიცისტი ნანა რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

საბჭოთა კავშირის დროს იყავით მონები და ახლა ხართ თავისუფლები??? საბჭოთა იმპერიის დროს არ გქონდათ უფლებები და ახლა ყველა თქვენი უფლება დაცულია???
საბჭოთა კავშირის დროს არავინ გაურიცხიათ უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან თანხის გადაუხდელობის გამო, პირიქით სტიპენდია ჰქონდა ყველას იმის მიხედვით თუ როგორ სწავლობდა….თუ გარიცხავდნენ, მხოლოდ იმის გამო რომ დაბალი აკადემიური მოსწრება ჰქონდა…. სამედიცინოზე წლობით აბარებდნენ მომავალი ექიმები და ყველაზე ძლიერი მედ-პერსონალი ჰყავდა საბჭოთა კავშირს…. წამყვანი ინჟინრები და პედაგოგები…
24 საათიანი წყალ-გაზ-ელექტრო მომარაგება!
ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობდა ქალაქსა თუ სოფელში განრიგის მიხედვით!
კინოსა და თეატრში დღის სეანსები და სპექტაკლები იყო ძირითადად მოზარდებისთვის (სკოლიდან მივდიოდით) და პენსიონერებისთვის, რადგან სხვა დანარჩენი ან მუშაობდა ან სწავლობდა (არ იმუშავებდა ან არ ისწავლიდა და პასუხი უნდა ეგო) …..შაბათ-კვირას ისინი დადიოდნენ ვინც კვირის განმავლობაში მუშაობდა….
ეკლესიაში სიარული ვისაც უნდოდა, დადიოდა (ჩვენი ოჯახი პირადად)….ჩამშვები “სასულიერო პირები” და ჩანერგილი აგენტურა, რაც დღეს ხდება, საბჭოეთს არც კი დაესიზმრებოდა…. ღვთისმშობლის გულსაკიდი მეკიდა ყოველთვის ტანსაცმლის შიგნიდან, დღეს გულზე სამ კილოიანი ჯვრები ჰკიდიათ და სამი გრამი რწმენა არ აქვთ….
იყო ერთი პატრონი! დღეს ისიც ვერ გავიგე ევროპას უნდა ვუსმინო, ამერიკას, თუ თურქეთს ან რუსეთს ვუგორო წითელი კოჭები!
ყველას ჰქონდა ანაბარზე თანხა!
ხალხს არ შიოდა, არ წყუროდა, არ სციოდა!
რიგითი პოლიციელიც კი ფულს შოულობდა, ყველა შოულობდა “ლევად” ფულს და ყველამ ყველაფერი იცოდა….
თბილისში არ იყო ქაოტური მშენებლობები….
ყველა ქალაქს თავისი დანიშნულება და ფუნქცია ჰქონდა…
სოფელი სოფელს ჰგავდა და ქალაქი ქალაქს…..
დღეს სოროსის ფონდებმა და მისმა ლეკვებმა წალეკეს საქართველო….
10 წლის წინ დავტოვე საქართველო, იმიტომ რომ ვეღარ ვიტანდი სააკიანის რეჟიმს და მეგონა ის არასდროს დასრულდებოდა, არც შევმცდარვარ!!! ის დამპალი ხროვა ისევ პარლამენტში შედის და ჩემი იმედებიც აბსოლუტურად გაქარწყლდა…
ვიღაც ბებრების მომვლელებად აქციეთ ქართველი დედები და ეს წარმატებად და ევროინტეგრაციად მონათლეთ …( ბევრი კმაყოფილი და ბედნიერიც კია თავისი დღევანდელი ევრო-ამერიკული ცხოვრებით, რომ კითხო საქართველო და თავისი ოჯახები გადაარჩინეს და იმას კი ვერ ხვდებიან რომ სწორედ დღეს არიან თავად მონები და საქართველოში დარჩენილები იმპოტენტ-უმუშევრებად თავადვე აქციეს!!!)
ეს ყველაფერი არ იკმარეს სოროსის გველებმა და პირზე ბადეები აგვაფარეს, სასაფლაოზე მიცვალებულთან მისვლა აგვიკრძალეს, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ახლო კონტაქტი აკრძალულია….ზღვაზე თურმე პირბადე უნდა გვეკეთოს, ისე ზრუნავენ ეს სამი ბებერი ხროგი ხალხზე და ამ დროს საავადმყოფოებში განუკითხაობა და საშინელი ანტისანიტარია აქვთ….მთავარია სოროსის მილიონებით თვითონ კარგად არიან იზოლირებულ-დაცულები!!!
არ დაგავიწყდეთ ხშირ-ხშირად იძახოთ დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს, სანამ საბოლოოდ გვშთანთქავს ევრო-ამერიკული ალიანსი!
ეს ლგბტ ხომ ცალკე აღებული ტრაგედიაა ქვეყნისთვის!
P.S ცნობისთვის რუსეთში ნიღბებით არ დადიან და ყველა კაფე-რესტორანი, კლუბი , სასტუმრო….ყველაფერი ღიაა….ვაქცინაც თავისი აქვთ…შუქიც, გაზიც და წყალიც და სწორედ რუსეთის დენზე და გაზზეა ქალბატონი ანგელინა მერკელი დამოკიდებული, ამოიღებს ხმას და ვოვკა გადაუკეტავს ორივეს !!!
არ მოაგვაროთ რუსეთთან ურთიერთობი, არა! გამოგიცხადათ დუგინმა არ ვაპირებთ საქართველოს დათმობასოო და ჩვენც მივხვდით რომ გაცილებით უფრო მომგებიანი რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც თქვენი სუვერენიტეტის აღიარებააო.)))) …შარვლები ჩაიხადეთ და ისე იდექით და ტელეეკრანებიდან აგინეთ, თავისუფალო ქართველებო!!!!
ისე გიჟი მართლა თავისუფალია და რასაც უნდა იმას გააკეთებს და იტყვის!!!