ისრაელმა ევროპასთან მიმოსვლა შეწყვიტა!

იმ დროს, სანამ საქართველოში არაკომპეტენტური “ჯანდაცვის მინისტრი” ეკატერინე ტიკარაძე ევროპის, მათ შორის, იტალიის მიმართულებით, სამგზავრო-სატრანსპორტო კომუნიკაციის გაგრძელებას უჭერს მხარს, ისრაელის სახელმწიფომ თითქმის ნახევარ ევროპასთან შეაჩერა მიმოსვლა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, იტალიის შემდეგ, გუშინ ისრაელის მთავრობამ “შავ” სიაში საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია და ესპანეთი შეიყვანა.

ყველა, ვინც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდა ბოლო ორი კვირის მანძილზე, ვალდებულია გაიაროს ორკვირიანი კარანტინი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს კი ისრაელში შესვლა ეკრძალებათ.

ისრაელის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა იერუსალიმში, რომ გლობალური ეპიდემიის გამო, უმჯობესია, ქვეყანამ თავი დაიზღვიოს.