სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
დღეს პოლიციის დღე ყოფილა.
რომ დაუკვირდეთ ამ 30 წლის განმავლობაში მარტო სახელი არ შეცვლილა. მილიცია სულ სხვა სისტემა იყო პოლიცია სულ სხვაა.
მილიციაში პროსტიტუციას და ნარკომანიას ებრძოდა ესენი? გაგიგიათ მილიციას ხალხი დაერბიოს, გამოეყენებიოს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები? ანდა ელექტრო შოკი? არ გაგიგიათ ხომ?! ახლა ჩვენი სახელოვანი პოლიციელები მხოლოდ ამ საქმით არიან დაკავებულები. მომიტინგეების დარბევა, სამთავრობო შენობების და მინისტრების დაცვა… ვასილ მჟავანაძეს ერთი კაცი არ ყავდა დაცვა. სხვათა შორის არც შევარდნაძეს სანამ ცეკას მდივანი იყო, პრეზიდენტად რომ მოგვევლინა მერე კი იცავდა მთელი პოლიციის ქვედანაყოფები.
მაინც რა მახსენდება პოლიციიდან? თემურ მღებრიშვილი და მისი დამბრბევი რაზმი. დევნილთა სასტიკი მეთოდებით გამოსახლება ბინებიდან. 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციების სისხლიანი დარბევა. გუმათჰესთან ბეტონის ხერგილები. შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის სალომეს და მარგველაშვილის დაცვის სამსახური. ვაზაგაშვილის და გირგვლიანის მკვლელობები. მამაკაცების გაუპატიურება ციხეებში და სამეგრელოს ტყეებში…. და ა შ.
აი ამ ფაქტების მერე რას ფიქრობთ ნოდარ დუმბაძე დაწერდა ,,კუკარაჩას”? გურამ პატარაია გადაიღებდა ,,რეკორდს”?
რომ კითხო თითოეულ პოლიციელს გიპასუხებთ: ,,საერთოდ არ სიამოვნებს ხალხის დარბევა, მაგრამ რა ქნან ბრძანება რომ არ შეასრულონ სამსახურს დაკარგავს და ოჯახი მშიერი დარჩება”. არის ამაში ლოგიკა. როგორც ანტუან სენტ ეგზიუპერი ამბობდა: ხელისუფლებას ჩვენთვის გააჩნია მხოლოდ თოფიანი ადამიანის ადგილი რომ თავი დაიცვან. სხვა სამუშაო მათ არ მოეძებნებათ”.
მილიციელს შეეძლო მიეფურთხებია უნამუსო ბრძანებისთვის, გადასულიყო სხვა სამსახურში და თავი თავისუფლად ერჩინა.
როგორც ილია ამბობს ,,რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხობრებიდამ”
—– ბიჭო როზგები, ბიჭო როზგები!
და მამაჩემსა მოხუცსა ძმაო
წამოეჭიდნენ თავის მოძმენი.
აი ილია არ გამართლებთ თქვენ პოლიციელებო. ბატონის ბრძანებას არ უნდა დაემორჩილოთ მით უმეტეს თუ ეს ბატონი თურქეთიდან გბრძანებლობს და ხელს აღგამართიებთ მოხუცების ქალების და ბავშვების წინაშე როგორც ეს ხდება ნამახვანში.
ამიტომ, სისტემა უნდა დაინგრეს, ის სისტემა, რომელსაც იცავს პოლიციელი და რომელიც შეურაცხყოფს თავად მას.