იტალიასთან ფრენების შეჩერება ამ ეტაპზე არ იგეგმება – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველო იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ აპირებს  ამ ეტაპზე- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არ გაუცია.

“თუმცა, ავიაკომპანიები თვითონ აჩერებენ ფრენებს, რაც ძალიან გონივრულია მათი მხრიდან. ჩვენ, ამ ეტაპზე, არ ვაპირებთ იტალიასთან ფრენების შეჩერებას, ვინაიდან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ამით მათ შევუქმნით კიდევ დამატებით პრობლემებს. ამ შემთხვევაში, მათ მოუწევთ გადაადგილება და საქართველოში სხვა გზებით დაბრუნება, რაც ასევე გაართულებს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს.

ამ ეტაპისთვის ვიცით, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას. სხვა შემთხვევაში, პაციენტების გაფანტვა მოხდება სხვადასხვა რეისებზე და ისინი წამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, რაც მენეჯმენტს მნიშვნელოვნად გაართულებს”- განაცხადა ტიკარაძემ.