გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად დიდ დიღომში ბერი ანდრიას ფონდი ისევ დაიტბორა

დიდ დიღომში მდებარე, “ბერი ანდრიას ფონდის” სახლი, რომელშიც სიმსივნით დაავადებული ბავშვები გადიან მკურალობას, ისევ დაიტბორა.

– „მიუხედავად ჩვენი ფონდის დიდი მცდელობისა, მეტი ადამიანი ჩართულიყო მადლიან, საშვილიშვილო საქმეში, ამ ბავშვებზე მორგებულ, ახალ, დასრულებულ სარეაბილიტაციო სახლში, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ მიწაზე ავაშენეთ, სამზარეულოს მოწყობაში დაგვხმარებოდა რომელიმე სტრუქტურა, რათა დროულად გადაგვეყვანა ჩვენი შვილობილები, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვები მათთვის უსაფრთხო გარემოში, “ბედნიერ სახლში”.

როგორც ცხოვრებამ დაგვანახა, მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მეგობრების მცირე ნაწილის საზრუნავია ბავშვთა ეს ჯგუფი…

თბილისის მერია / Tbilisi City Hall საბურთალოს რაიონის გამგეობა საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აი ასე ვხვდებით ფონდის მიერ დაქირავებულ, უკვე მეორედ დატბორილ სახლში… მობრძანდით თქვენც … თვალი გაუსწორეთ ბავშვებს, რომლებიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებულნი არიან თბილისში იცხოვრონ“ – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: ptn.ge