ბათუმის ერთ-ერთ საწარმოში ერთდროულად 45 ადამიანი მოიწამლა

„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში ჯანდაცვის ცენტრიდან შევიდა შეტყობინება დაახლოებით 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტო ინსპექტორები მოკვლევის მიზნით დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე“ – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„შემთხვევა აღინიშნა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N 342-ში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში შპს ”ფასტთრექტექსტილე”, სადაც 400 ადამიანია დასაქმებული და არის ორგანიზებული კვება. მზა საკვების მიწოდებას ახორციელებს ”ანკარა ქეითერინგი“.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას ორივე ობიექტზე და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები“.

წყარო: itv.ge