თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მიმართავს მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთში წასვლა სურთ:
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ანკარაში საქართველოს საელჩო გაცნობებთ, რომ დღეიდან 2021 წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე“, – ნათქვამია ფეისბუკ-პოსტში.
ეს ნიშნავს, რომ თურქეთში შესვლა სპეციალური მიწვევის გარეშე შესაძლებელია, რაც პანდემიის პირობებში შეუძლებელი იყო.
“რეზონანსი”