WHO: დიდი შეცდომა იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის იმის ფიქრი, რომ კორონავირუსის საფრთხე უკან ჩამოვიტოვეთ.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
– “რეალობა ის არის, რომ ამ პანდემიის დასასრულებლად ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. გვიხარია, რომ გლობალური მასშტაბით შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის იმის ფიქრი, რომ კორონავირუსის საფრთხე უკან ჩამოვიტოვეთ“ – განაცხადა გებრეიესუსმა.
წყარო: newposts.ge