თურქეთი შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს

თურქეთი შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კერძოდ, ივნისში, სამუშაო დღეებსა და შაბათს ქვეყანაში კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად 22:00 საათიდან იმოქმედებს.

კვირა დღეებში კი ქვეყანაში სრული ლოქდაუნი იქნება.

რესტორნები და კაფეები მომხმარებლების მიღებას დილის 7 საათიდან სარამოს 9 საათამდე შეძლებენ. 9 საათის შემდეგ კი ისინი მიტანის სერვისზე გადავლენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი 17 მაისიდან დაიწყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში ვირუსის 5,249,404 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 47,527-ს შეადგენს.

წყარო: bm.ge