რატომ აღარ იძებნება ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღარ იძებნება გამოცემა Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში.

მისი მონაცემები ახლდება ნიუ-იორკის ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს.

ივანიშვილმა 2021 წლის იანვარში – ქართული პოლიტიკიდან წასვლასთან ერთად – განაცხადა, რომ დაიტოვებდა მხოლოდ 200 მილიონ დოლარს, აქტივების უმრავლესობის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცემდა. შესაბამისად, ივანიშვილი შესაძლოა, ზუსტად იმიტომ აღარ იძებნება მილიარდერთა რეიტინგში, რომ თავად სურს ასე.

„ბლუმბერგის“ ბოლო მონაცემებით ივანიშვილის ქონება $5.5 მილიარდად იყო შეფასებული.

ივანიშვილი ჯერ კიდევ იძებნება „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში, რომელშიც ის 589-ე ადგილს იკავებს $4.8 მილიარდიანი ქონებით.