ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის მუხლით გამოძიებებია დაწყებული – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„წლების განმავლობაში არის დაწყებული არაერთი სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლებით, არის კიდევ უფრო მძიმე მუხლი ერთ-ერთ საქმეში, მას შემდეგ რაც ბენეფციიარმა დატოვა პანსიონი და ამის შემდეგ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იქ ყოფნის პერიოდში ბავშვებს არ აქვთ საშუალება რომ სავარაუდო ძალადობის შესახებ შეტყობინება გააკეთონ.

დაწყებული გამოძიებები არ ეხება მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებებს და არის უფრო მძიმე დანაშაულებზე საუბარი“, – ამბობს სახალხო დამცველი „ტვ პირველთან“.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის უკვე თვეზე მეტია, რაც არ უშვებენ.

 

მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებაში 56 ბავშვი ცხოვრობს.