მსგავს გრანდიოზულ დახვედრას არ ველოდი, ასეთი პომპეზურობა არ მახსოვს – გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

მსგავს გრანდიოზულ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი. პატივისცემა სხვა ქვეყნების მხრიდანაც ყოფილა, როგორ არ ყოფილა, მაგრამ ასეთი პომპეზურობა არ მახსოვს.

მით უფრო ერდოღანისგან არ იყო მოსალოდნელი, რომელიც ჰაიჰარად არაფერს აკეთებს.
ზოგი დაეჭვდა, მაგას რაღაცა უნდა, თორემ ქართულ დელეგაციას ასე დიდებულად არ მიიღებდაო. რომც უნდოდეს, არ გაგვიკვირდეს, ყველას რაღაცა უნდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს. ჩვენც უნდა გვინდოდეს, ჩვენც ჩვენი ინტერესი უნდა გვქონდეს.
მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რაც დავინახე, იმას ვამბობ: ასეთი დახვედრის მიზეზად მაინც ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი მიმაჩნია. აშკარად ჩანს, რომ ერდოღანი დიდი პატივისცემით არის გამსჭვალული დღევანდელი ჩვენი პრემიერ-მინისტრის მიმართ.
ამბობენ, პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენო, მაგრამ არსებობს პატივისცემა და ნორმალური ურთიერთობა. მით უფრო, ეს გვჭირდება მეზობლებთან.
მადლობა ყურადღებისთვის.
?
წარმატებები ირაკლი ღარიბაშვილს.