უგულავას ამნისტიით სარგებლობა შესთავაზეს

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას დღევანდელი პროცესი დასრულდა.

პროცესზე ბრალდების მხარემ უგულავას ამნისტიით სარგებლობა შესთავაზა, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა და განმარტა, რომ საქმეზე ამნისტიით სარგებლობის აზრს ვერ ხედავს, რადგან დაზარალებული არის სწორედ ის და არა ძიუდოისტი, რომლის ცემასაც ედავება პროკურატურა.

დღევანდელ პროცესზე უნდა დაკითხულიყვნენ მოწმეებიც, თუმცა ბრალდების მხარეს ისინი არ დაუკითხავს.

უგულავას მომდევნო სასამართლო სხდომა 29 ივნისს ჩაინიშნა.

 

“რეზონანსი”