გიორგი ვაშაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს სააკაშვილის კომპლექსი აქვთ – თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და „გირჩი მეტი თავისუფლებას“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს მიხეილ სააკაშვილის კომპლექსი აქვთ.

„შენ თუ გრძნობ, რომ სააკაშვილის ჩრდილში ხარ, ე.ი პოლიტიკოსი ვეღარ ხარ, ჩრდილში ყოფილხარ. ჩრდილში პოლიტიკოსები ვერ ექცევიან, გამორიცხულია. ისინი თავიდანვე ახერხებენ, რომ იყვნენ თვითონ და ძალაუნებურად ის ჩრდილი მერე გადანაწილდება და გაიწევა. მოინდომო და თქვა, ახლა ჩრდილში აღარ უნდა ვიყო, მერე რას შვები? – უარესია ხელ-ფეხის ქნევა. შენ უნდა დაამტკიცო შენი პერსონალიზმით და ამას ხალხი დაინახავს.

ხშირად მეუბნებიან, შენ არ გაქვსო [კომპლექსი], ელემენტარულად ვერ მექნება იმიტომ, რომ 9 წელი ოპოზიციაში ვიყავი. მე ის მიკვირს ხოლმე, რომ ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსულ ადამიანებს აქვთ ეს კომპლექსი. ბუნებრივია, გიორგი ვაშაძესაც, ზურა ჯაფარიძესაც, ყველას. 9 წლის განმავლობაში >სუსი არ ისმოდა, არ >გაფართხალებულან. ახლა უცებ 9 წელზე რომ გაკანკალებს და გუშინწინ რომ ზურაბიშვილი აირჩიე, ხალხი ხომ გიყურებს, შენ როგორ იქნები მესამე ძალა?!“,- განაცხადა ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

წყარო: ptn.ge