პოლონეთი შეზღუდვებს ამსუბუქებს

პოლონეთი შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.

კერძოდ, 6 ივნისიდან ქვეყანაში ქორწილებში ადამიანთა შეკრების ლიმიტი 150 კაცამდე გაიზრდება. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო მიიღო.

სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის შეკრებაზე შეზღუდვა არ ვრცელდება.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე პოლონეთში კორონავირუსის 2,872,868 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 73,856-ს შეადგენს

წყარო: itv.ge