რაღაც საეჭვო შეტევები მიდის ეკლესიაზე ყველა მხრიდან და ეს არის ე.წ ლიბერასტების გეგმა – ნანა რეხვიაშვილი

პუბლიცისტი ნანა რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ძალიან მაინტერესებს, სად ბრძანდებოდა ომბუდსმენი, როდესაც ვიღაც ტაკიმასხარა ანდღულაძე თავის ავადმყოფურ გამოცდილებაზე ყვებოდა თუ როგორ აქირავდება შეთანხმების საფუძველზე თავის ცოლს და თვითონაც ქირავდებოდა და ამას ისმენდენ მოზარდები ტელეეკრანიდან? ეს არ არის ფსიქოლოგიური ზეწოლა მოზარდებზე, რომლებსაც ეკრანიდან ასმენინებ მათთვის საყვარელი მასხარას ავადმყოფურ ისტორიებს? ანდა როგორ ძალადობდა მასზე მამა ბავშვობაში? ამ დროს სად არის ერთი ურა ტაშით არჩეული სახალხო დამცველი?!?!?!
ის ისტორიები რაც დღეს იმედზე მოვისმინეთ საერთოდ არ ჰგავს რეალურს…. უნდა ჩატარდეს გამოძიება და თუ დადგინდა რომ ფაქტები გაზვიადებულია, უნდა გადადგეს ეს ვითომ დამცველი და მიეცეს პასუხისგებაში და ასევე ისინი, ვინც ეს ბავშვები გამოიყენა! ბავშვების ამ სახით დაკითხვა არ არის სწორი….
სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ასე მშვიდად არ ყვება ბავშვობაში მიღებულ ტრამვებზე…. ისტორიები გადამეტებულად იმიტომ მომეჩვენა, რომ ბავშვები საათობით უბრალოდ ვერ გაუძლებდნენ მუხლისჩოქით ან ცალ ფეხზე სკამით ხელში კუთხეში გაუნძრევლად დგომას, ეს აუცილებლად აისახებოდა მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე, უბრალოდ რაღაც პერიოდი სიარულს ვეღარ შეძლებდნენ და ეს არ დარჩებოდა შეუმჩნეველი…. ფაქტები რომ გაზვიადებულია ეს აშკარაა!
გარდა ამისა ბავშვთა სახლებს ყოველთვის სტუმრობს სოც.აგენტი, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს იქ არსებული მდგომარეობა დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ აქვთ ე.წ ჩამჭრელი კითხვები და ამიტომ ეს ფაქტები არ დარჩებოდა ყურადღების მიღმა!
დღეს მოდაშია იძახო “არსებობს გონივრული ეჭვი”… თუ ეს ეჭვები მართლა არსებობს, მაშინ 2016 წლიდან დღემდე რატომ არ მოხდა ამ ფაქტების ასე სააშკარაოზე გამოტანა? ვის ან რას ელოდებოდით? რა მოვლენა უნდა გადაიფაროს ამ ისტერიით???
რაღაც საეჭვო შეტევები მიდის ეკლესიაზე ყველა მხრიდან და ეს არის ე.წ ლიბერასტების გეგმა – არ მოასვენონ ეკლესია! ავადმყოფი ცაავას და მისი დამქაშების ტვინში დაბადებული გეგმები ნებისმიერ ფასად შეუტიოს საპატრიარქოს და პატრიარქს ყველა მხრიდან და განსაკუთრებით მეუფეებს სპირიდონს და ნიკოლოზს, რომლებიც ყოველთვის ღიად აფიქსირებენ თავის პოზიციას და მხარდაჭერას პატრიარქისადმი!
ქართული საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი, ვისთვისაც მიუღებელია მსგავსი ტიპის მოვლენები, აუცილებლად გაერთიანდება და წინ აღუდგება ამ მიზანმიმართულ ბოროტებას! მართლმადიდებლურ ეკლესიას დასაბამიდან ებრძვიან… დღეს განსაკუთრებული გაშმაგებით ებრძვის ბოროტი საქართველოს და მის ეკლესიას, რადგან ეკლესია არ შეუშინდა არანაირ ხილულ და უხილავ მტრებს და ქრისტეს სახლის კარები არ გამოკეტა!
გეშინოდეთ! ებრძვით ყველაზე წმინდას და ხელშეუხებელს!
საქართველოში არასდროს დაკანონდება მამათმავლობა!
P.S კარგად გაეცანით და ნახეთ რა კეთილ საქმეებს აკეთებენ ეს მეუფეები!