ლიბერალური შეხედულებებით ცნობილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, სოციალურ ქსელში შემდეგნაირად გამოეხმაურა “ქოცნებასა” და “ნაცებს” შორის შემდგარ შეთანხმებას :
“ეს კაცი არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მეგობარი! ბუშის ქუჩას სახელი გადავარქვათ და კინზინგერის სახელი დავარქვათ!”
“ამ კაცში” იგულისხმება ამერიკელი დეპუტატი ადამ კინზინგერი, რომელიც უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, მათ შორის, საარჩევნო პროცესში და ნაწილობრივ მართავს კიდეც საქართველოს ოპოზიციასა და ხელისუფლებასაც. მეტრეველის აღფრთოვანება გამოწვეულია ამ ოპოზიცია-პოზიციას შორის დღეს მიღწეული ე. წ. შეთანხმებით, რაც საარჩევნო კვოტების დადგენასა და, ფაქტობრივად, წინასწარ განაწილებას გულისხმობს ლიბერალურ ძალებს შორის.