წუხელ გორში შეიარაღებული დაპირისპირების დროს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავი მოკლეს.
45 წლამდე ზურაბ რიკრიკაძეს ადგილობრივები „ტრუტის“ მეტსახელით იცნობდნენ. ის წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხoვრობდა. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, წლების წინ ასევე მოკლეს რიკრიკაძის მამა.
დანაშაულში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია. მას პოლიცია ეძებს. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული კრიმინალური „ავტორიტეტი“ შალვა გულიაშვილია, მეტსახელად „სემსოტა“. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ 16-წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ დატოვა.
“პრაიმტაიმი”