ყველა ტელევიზია, აბსოლუტურად  ყველა, დასახურია, ისევე როგორც პარლამენტია სრულად დასაკეტი – ბესო ზანგური

მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში ნინოწმინდას ამბებს და “ბავშვების თემას” ეხმაურება:

ყველა ტელევიზია აბსოლუტურად სულ ყველა დასახურია ისევე როგორც პარლამენტია სრულად დასაკეტი…უკვე ზედმეტი აღარ ჰქვია ამას…

ამხელა ბულინგი და დარტყმა პატრიარქზე, ერთმანეთს ასწრებენ რომელი უფრო ლამაზად შეფუთავს ტალახს, წმინდა სინოდზე თავდასხმას…

აღარ გვინდა რა დაწყნარდით,დამშვიდდით,რას ჰყავხართ შეპყრობილი მართლა და მართლა, ამხელა ნეგატივი, ამდენი სიბინძურე, ღმერთო ამერიკის ვიზა მესროლე!!!!