მორიგი მდაბიო, ქაჯური, რუსოფობიური გამოვლინება: ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენ იაფფასიანი რუსოფობიური გამოხტომებით! -რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსლში გზავნილს ავრცელებს:

მორიგი მდაბიო, ქაჯური რუსოფობიური გამოვლინება.
მოკლედ თბს კაპიტალი გვამცნობს, რომ 2021 წელს, 2019 და 2020 წელებთან შედარებით, ფულადი გზავნილები უცხოეთიდან გაიზარდაო, განსაკუთრებით ევროკავშირიდანო და თვალსაჩინოებისთვის რიგითობასაც წერენ, თუ საიდან გამოიგზავნა მეტი ფული..
როგორც ხედავთ, პირველზე ევროკავშირიო, მერე მოდის რუსეთი, აშშ, თურქეთი, უკრაინა და დანარჩენები..
და აქ მთავარი რა არის?!
რუსეთი, აშშ, თურქეთი, უკრაინა ქვეყნებია და ეს ევროკავშირი როდის მერე გახდა ქვეყანა?!
იაფფასიანი რუსოფობიური ხრიკებია ეგ და მეტი არაფერი, ქვეტექსტით-
“არიქა ისევ რუსეთი არ აღმოჩნდეს პირველ ადგილზე, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობით” და თავიანთი მოკლე ჭკუით, 1 ადგილზე “მოსვეს” ევროკავშირი.. რუსეთი მეორეზე..არადა არაა ეგრე. აბა ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილების რაოდენობა დაეწერათ, ვინ აღმოჩნდებოდა პირველ ადგილზე.
ეგაა იაფფასიანი, რუსოფობიური ქაჯობა!!!
როცა უტყუარი ფაქტების, მონაცემების და ისტორიის გაყალბება ხდება, ეს პროცესის გაჯანსაღებას ხელს არ უწყობს. პირიქით, მსგავსი ღიად პროპაგანდისტული გამოხტომებით, სარგებლობენ ერთეულები, რათა კონტროლი იქონიონ მასებზე, საკუთარი ვიწრო, მერკანტილური ინტერესების დასაცავად.
ტერიტორიულ მთლიანობას, ვერ აღადგენ იაფფასიანი რუსოფობიური გამოხტომებით!
ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება აღადგინოს მხოლოდ ჯანსაღი აზროვნების ერმა, რომელმაც იცის რა უნდა და გრძნობს რა დღეში ამყოფებს მმართველი, მოძალადე სისტემა.
არ შეიძლება მთელი ქვეყანა დაგვააავადონ არასრულფასოვნების კომპლექსით!
ეს არ უნდა დაუშვათ!
ამაში არ უნდა ჩავყვეთ!
პ.ს. თბს აქ ერთი მაგალითია, თორე მთელი მმართველი სისტემაა ამაში ჩართული.