კობახიძეს სრულ იდიოტად და მარიონეტად გამოყავს ბატონი გომელაური, შსს მინისტრი – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

მე ვიტყვი… ჩემ თავთან მაინც ვიქნები მართალი…
გახარიასთან ბრძოლის და მისი გაშავების საბაბით გავრცელებული ფაქტები უმრავ ეჭვს აჩენს სახელმწიფოს დაცულობის მიმართ!
ასევე, ჩნდება კითხვა, ვინ მართავს საქართველოს სახელმწიფოს?
ვინ იღებს გადაწყვეტილებებს!
ამონარიდი ირაკლი კობახიძის ინტერვიუდან:
“18 თებერვალს უკვე, [ნიკა მელიას] ვერდაკავების საბაბით, ისინი აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი, ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიული მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.
მე არ ვიცი, პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ეს ცნობილი იყო თუ არა, მაგრამ დასკვნები შეგიძლიათ თვითონ გამოიტანოთ. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და მას, გიორგი გახარიას, 17 თებერვალს ეს ინფორმაცია არ გავანდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა.
ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ – იქიდან ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით ოპერაციის გადადებას.
ეს იმიტაცია ხდება ძალოვან სტრუქტურებში, აქედან იქით გადადიან თანამშრომლები და ა.შ. ალტერნატიული მთავრობის დაქვემდებარებაში ძალოვან სტრუქტურებში გადადიან რეალური ძალოვნები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი. ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს. ჩვენთვის ამ ძალოვანების ვინაობა არ არის ცნობილი, გეგმის ნაწილი რომ იყო, ეს არის ცნობილი, რაოდენობებზე იყო საუბარი, თუმცა გვარები ჩვენ არ ვიცით.”
ანუ, რას გვეუბნება ეს ამონარიდი:
1. სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა კობახიძეს და მდინარაძეს, ნუუ, ალბათ, ოხანაშვილსაც და “კამანდის” სხვა წევრებსაც და მოქმედ პრემიერმინისტრს დაუმალეს! და რა?..გაებუტნენ?. რა მოიმოქმედეს?… დაიჭირეს თუ ამირანივით გულში იღიღინეს?…
2. კობახიძეს სრულ იდიოტად და მარიონეტად გამოყავს ბატონი გომელაური, შსს მინისტრი, რომელმაც არც მაშინ იცოდა და დღემდე არ იცის, თურმე, საკუთარ სტრუქტურაში ჩაბუდებული მტრების გვარები.. აუფ, ყოჩაღ, როტა!…))))… არც თავდაცვის მაშინდელ მინისტრს, დღევანდელ პრემიერმინისტრს ინდობს კობახიძე თავის”აღსარებაში” და მისი თანამშრომლების სახელმწიფო გადატრიალებაში ჩართულობასაც უსვამს ხაზს!
3. ისიც ფაქტია, რომ გახარიას გადადგომიდან 5-6 დღე მელია არავის დაუჭერია, არც მიშა შემოთრეულა და არც სახელმწიფოს დამხობის მცდელობა ყოფილა!
და …
მე-4-ე.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ!
ბატონო ირაკლი,
მოაშორეთ ეს კაცი პოლიტიკას! მოაშორეთ პარტიას კობახიძე-მდინარაძის ავანტიურისტთა გუნდი!
ხომ ხედავთ, რომ დაუკრეფავში გადავიდნენ! ხომ ხედავთ, რომ ვიღაცის მოწოდებული, გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე შეუძლიათ პრემიერმინისტრს “დაუმალონ” ფაქტები საფრთხის შესახებ, იმიტომ, რომ “არ ენდობიან”! და ვინ არიან ისინი?… რას წარმოადგენენ?… ვინ მიანიჭათ უფლება, ენდონ ან არ ენდონ სახელმწიფოს პირველ პირს?… გადაწყვიტონ ქვეყნის და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების ბედი?…
ან თქვენ რით ხართ დაზღვეული ანალოგიურისგან?
თქვენ რა გარანტიები გაქვთ, რომ მორიგი “შარლ მიშელის კაპიტულანტური აქტის” მიღებისას, თქვენ არ გაგწირავენ ასევე მორიგი კრახის “გასაპრავებლად?
არანაირი გარანტიები და არანაირი დაცულობა არ გაქვთ!
მაპატიეთ, მაგრამ, მათი “ვენდო-არ ვენდოს” გვირილაზე მკითხაობის შედეგებიდან გამომდინარე, ვერც პრემიერმინისტრის უფლებებით სარგებლობთ სრულფასოვნად!
ესენი არც დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტის საშუალებას მოგცემენ, 5 ივლისს ლჯბტ აღლუმსაც ჩაატარებენ და 1 კვირიან “სექსუალურ პრაიდ-ორგიასაც” მოგიწყობენ, რომელშიც ერი და ბერი თქვენ დაგადანაშაულებთ, ნამოხვანის ჰესის თემასაც განაჩენად აგაწებებენ და………………
თქვენ ხომ ხვდებით, რომ საბაჩკინები არავის პატიობენ სიკეთეს, მადლს, პატრიოტიზმს, ქართველობას… არც მოულოდნელი დანიშვნით გამოწვეული უცხო სხეულის არსებობას ეგუებიან…