ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მიხეევმა კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, თუ რატომ დათანხმდა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ კრემლში, შეხვედრისას წაყენებულ პირობებს, სირიაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით:
“ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ დათანხმდა ერდოღანი ჩვენი პირობების უდიდესი ნაწილის შესრულებას, არის აშშ-ისა და ნატოს ფაქტობრივი უარი, აღმოუჩინონ თურქებს რეალური დახმარება. ერდოღანი ამ დახმარებას ბოლო მომენტამდე ელოდა. მაგრამ დასავლეთმა არაფერი არსებითი არ იღონა. კარგი იქნება, ამ გარემოებას თუ მიაქცევენ ყურადღებას ზოგიერთები… დასავლეთი შიშობს, ჩაებას პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში რუსეთთან არა მხოლოდ ისეთი ქვეყნების გამო, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა, არამედ ნატოს წევრი თურქეთის გამოც” – აღნიშნა სერგეი მიხეევმა.