რუსეთის მიმართ ფობიები შვედებს ორ მილიონ ევრომდე დაუჯდათ

შვედეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 1.8 მილიონი ევრო დახარჯეს არარსებული რუსული წყალქვეშა ნავის აღმოჩენაზე, რომელმაც თითქოს სამეფოს საზღვრები დაარღვია ბალტიის ზღვაში, იუწყება შვედური გაზეთი “Svenska Dagbladet”.

ინციდენტს ადგილი 2014 წელს ჰქონდა. შვედეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დაიჭირეს დაშიფრული სიგნალი, რომელიც რუსული წყალქვეშა ნავის მიზანმიმართულ გზავნილად აღიქვეს. მის მოსაძებნად ჩატარდა ოპერაცია “არწივი”, რომელიც ერთი კვირის მანძილზე გრძელდებოდა და 20 მილიონი კრონი (1.8 მლნ. ევრო) დაჯდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ სამეფოს თავდაცვის მინისტრი პეტერ ჰულტკვისტი ამყკიცებდა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა “მიიღეს იმის დადასტურება, რომ შვედეთის ტერიტორიულ წყელბში იმყოფებოდა უცხოური წყალქვეშა ნავი”.

მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ სიგნალის წყაროს წარმოადგენდა მეტეოროლოგების გაუმართავი “ბუიოკი”. თავდაცვის სამინისტროში შეცდომას 2015 წლის მაისში მიხვდნენ, მაგრამ პარლამენტს ამის შესახებ მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ აცნობეს, როდესაც დეპუტატებს უკვე მიღებული ჰქონდათ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ კანონი, მათ შორის, წყალქვეშა ნავების აღმოჩენის პროგრამის დაფინანსება იყო გაზრდილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავიდანვე ირწმუნებოდა, რომ მისი არც ერთი წყალქვეშა ნავი შვედეთის წყლებში არ იმყოფებოდა. სამაგიეროდ, დასავლური მასმედია ავრაუდობდა, რომ რუსებმა მინი-წყალქვეშა ნავი გამოიყენეს.