გიორგი გახარიას პარტიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდოამარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურებიან.
გიორგი გახარიას პარტია კობახიძის გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
„გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება, რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ.
ღიმილის მომგვრელია, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა 4 თვის განმავლობაში ამბობდა რომ დაელოდებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდა შეფასებას, როგორც აღმოჩნდა მას შემდეგ რაც ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად მათი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, დაიწყეს ამ ისტორიების გამოგონება, რომლის გაგრძელება უკვე დაგვიანონსეს” – განაცხადა შალვა ქემოკლიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ღამის კურიერში” “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებთან დაკავშირებულ კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე საუბრობს.
ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2-ის” ეთერში ჰყვება, რომ აღნიშნული ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა კიევიდან, კოლეგებისგან 17 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე მიიღეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, აღნიშნული ინფორმაცია მმართველი პარტიის წევრებმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ გაანდეს.
წყარო: newposts.ge