მას შემდეგ, რაც არაბული სამყაროს ყველაზე ბნელმა, ამერიკელების ფავორიტი ალ-საუდების დიქტატურამ გამოაცხადა, რომ იგი ნავთობის მოპოვებას არსებითად გაზრდის, რათა მასზე მსოფლიოში ფასები მკვეთრად დააგდოს, საინტერესო იყო რუსეთის პოზიცია.
ერ-რიადის ეს მკვეთრი გადაწყვეტილება გამოწვეული იყო რუსეთის უარით, “ოპეკის” ფარგლებში დათანხმებულიყო ნავთობმოპოვების შემცირებას. ახლა საუდის არაბეთი ცდილობს, რუსეთი დააშანტაჟოს ნავთობზე დაბალი მსოფლიო ფასებით. მაგრამ მოსკოვს არაბული დიქტატურის ისტერიკის არ ეშინია:
რუსეთის კეთილდღეობის ფონდის (Фонд национального благосостояния – ФНБ) ლიკვიდური აქტივები მიმდინარე წლის 1-ლი მარტის მონაცემებით შეადგენს 10,1 ტრილიონ რუბლს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ფინანსთა სამინისტრო მოემსახუროს ყველა ვალდებულებას უახლოესი 6-10 წლის განმავლობაში, ნავთობიდან შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, თუკი ნავთობის ფასი 25 დოლარამდე დაეცემა. ამის შესახებ თავად რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.