სალომე სამადაშვილი: კარგია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედა და გააგრძელებს პარლამენტში საქმიანობას.
დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ როგორც ქვეყნის, ასევე პარტიის ინტერესებისთვის სწორია.
– “ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოა, წარმოდგენილი იქნება ფაქტობრივად სრული ოპოზიციური სპექტრი და შესაბამისად, ფრაქციების მუშაობაც იქნება და ცხადია, უნდა იყოს მიმართული ამომრჩევლის ინტერესების დასაცავად. ამიტომ კარგია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედა და გააგრძელებს პარლამენტში საქმიანობას. ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება როგორც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ცხადია, ეს ფრაქციები უნდა დაფიქსირდნენ და მიეცეთ პატლამენტში საქმიანობის შესაძლებლობა ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებით” – განაცხადა სამადაშვილმა.
წყარო: newposts.ge