გახარია უღერღილო ბლატაობას იყო მიჩვეული – ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას აკრიტიკებს და წერს:

“საინტერესოა გახარიამ როდემდე უნდა ასაზიზღროს მისი გუნდის წევრები, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნიათ და როდის გაბედავს დებატებში დაჯდომას.

არც მას აქვს დებატების გამოცდილება.

ტრიბუნის უსაფრთხო სივრციდან უღერღილო ბლატაობას იყო მიჩვეული.
მაგრამ პოლიტიკური ფიგურა ეგაა, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც მისია იმ თემებზე, რაზეც თავისი ახალი გუნდის წევრებს აფუჭებს” – წერს ჩერგოლეიშვილი.

წყარო: itv.ge