მინდა, რომ „ნაციონალები“ მალე შემოვიდნენ და პარლამენტში სიმშვიდე დასადგურდეს – იაგო ხვიჩია

მინდა, რომ „ნაციონალები“ მალე შემოვიდნენ და პარლამენტში სიმშვიდე დასადგურდეს – იაგო ხვიჩია.

როგორ წარიმართება პროცესები პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” შემოსვლის შემდეგ, ეს დამოკიდებული იქნება, როგორ ხასიათზე შემოდის „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში – ამის შესახებ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„როგორ წარიმართება პროცესები პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” შემოსვლის შემდეგ, ეს დამოკიდებული იქნება, როგორ ხასიათზე შემოდის „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში. გვსურს, რომ ისინი კარგ ხასიათზე იყვნენ, რაღაცნაირად შევძლოთ დავიდარაბიდან და ჩხუბიდან გადასვლა იმ საკითხებზე, რაც ხალხს აწუხებს. პოლიტიკური სპექტრის დამსახურებით ადამიანებს რამდენიმე თვეა, ესმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი და ნაკლები მსჯელობაა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია. მინდა, რომ „ნაციონალები“ მალე შემოვიდნენ და პარლამენტში სიმშვიდე დასადგურდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

წყარო: report.ge