Facebook-მა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თავის პლატფორმაზე შეზღუდვა 2023 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNBC-ი ავრცელებს.
Facebook-ის დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო საბჭომ არ შეცვალა იანვარში მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც დონალდ ტრამპს, 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის მიტანაში და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდა.
წყარო: bm.ge