საარჩევნო საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, “ნიუსფრონტი” ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “ჩვენი უფლებებისთვის” თანათავმჯდომარე მაია ხარაძეს:
“საარჩევნო საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული პოლიტიკური შეთანხმება ნიშნავს დემოკრატიულ გარემოში მაღალი სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებს. “ქართული ოცნების” მხრიდან დადებული პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემითა და პრინციპებით ,რომელზეც შეთანხმდა ოპოზიციურ სპექტრთან, მიმაჩნია, რომ არის პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებისთვის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი. მმართველი ძალის გადაწყვეტილება ნაკარნახებია სახელმწიფო ინტერებიდან გამომდინარე,რაც ხელს შეუწყობს ქვეყანის სტაბილურ განვითარებასა და დემოკრატიის განმტკიცებას.” – განაცხადა “ნიუსფრონტთან” ხარაძემ.