ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
“სულგანათლებული ნინო რამიშვილი ცოცხალი რომ იყოს, ძალადობის ბრალდებით, ანსამბლიდან გაუშვებდნენ და შესაძლოა, გაესამართლებინათ კიდეც. რეპეტიციებზე გრძელი ჯოხი ეჭირა ხელში და ვინც მის დავალებას ზუსტად ვერ შეასრულებდა, წვივებში ურტყამდა იმ ჯოხს. განსაკუთრებით, ბიჭებს არ ინდობდა. როგორი ანსამბლი იყო? მსოფლიოს მერვე საოცრება უწოდა მსოფლიო პრესამ, სხვას ყველაფერს თავი დავანებოთ.
ეს რა დღეში ვართ, ამის დედა ვატირე!”