პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მისვლას ელოდებიან.
აქტივისტებს ადგილზე პუფები აქვთ მიტანილი და აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს „პუფების კოროდორს“ მოუწყობენ.
აქტივისტების განცხადებით, ისინი აპროტესტებენ იმას, თუ რატომ არ შევიდნენ ამ დრომდე პატლამენტში თუ შესვლას აპირებდნენ.
ასევე, აქტივისტები აპირებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შესვლამდე დაუსვან კითხვები იგივე პოზიციები აქვთ თუ არა, რაც რამდენიმე თვის წინ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
“რეზონანსი”