კობახიძემ გაცხადდა, რომ გახარია არის სხვა ვინმეს, ან სხვა რამის პროექტი …

ამ ყველაფრით გაცხადდა, რომ გიორგი გახარია არც „ქართული ოცნების“ პროექტია და არც ივანიშვილის. მაგრამ, ამით მგონი გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა ვინმეს, ან სხვა რამის პროექტი. ამაზე საზოგადოება უკვე მოგვიანებით გაიგებს მეტს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება შესაძლოა, პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც „სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“.

– “რაც შეეხება შეფასებას – „ღალატი, მოღალატე“ ეს საუკეთესოდ ასახავს იმ ყველაფერს, რაც მოხდა ამ წლის თებერვალში საქართველოში და რა ნაბიჯები გადადგა გიორგი გახარიამ. ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდის ღალატი და უფრო მეტი, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს შეიძლება პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. თუ გამოძიებას რაიმე კითხვა ექნება, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: itv.ge