დროებით თავი შეიკავეთ ისრაელში წასვლისგან – კარანტინი გელით

ისრაელში კორონავირუსით ინფირიცრების შემთხვევები 42-მდე გაიზარდა. მთავრობამ შესაბამისად გაამკაცრა მოქალაქეთა უცხოეთში მიმოსვლის რეჟიმი.

„დიდი განხილვების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კარანტინში გავუშვათ ყველა, ვინც კი ისრაელში ჩამოვა. ეს რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი. იგი მთავარი პრიორიტეტია“ – განაცხადა ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

პრემიერმა აგრეთვე განაცხადა, რომ აღნიშნული ზომა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

„ჩვენ აგრეთვე ერთდროულად მივიღებთ ყველა ზომას იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეროვნული ეკონომიკისთვის ცუდი შედეგები“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა მოშე ბარ სიმან ტოვმა განაცხადა, რომ კარანტინის რეჟიმი არ გავრცელდება მათზე, ვინც უკვე შესულია ქვეყნის ტერიტორიაზე. გამონაკლისი შემთხვევები მხოლოდ ისინი იქნებიან, ვისაც უკვე ჰქონდა ვირუსის შესაბამისი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, ან სუნთქვის გართულება.